See video

სოციალური ქსელები და სხვადასხვა საიტები ფილმებისა თუ მუსიკის გადმოსაწერად, ალბათ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. 2011 წლის ბოლოს პროექტი სახელად „სოპა" თავისუფალ არჩევანს გარკვეული შეზღვუდვებით დაემუქრა. თუმცა, გლობალურმა პროტესტმა გაიმარჯვა. რა არის სოპა და რა ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

See video

ცოტა ხნის წინ ჩვენი გადამღები ჯგუფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ესტუმრა.იქ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ჩვენი თანატოლები ჩვეულებრივ სკოლაში დადიან, თუმცა ჩვენგან განსხვავებით ყოველდღე ბრუნდებიან პატარა შენობაში სადაც მთელი თავისუფალი დროის გატარება უწევთ. ნახეთ პატარა ჩანახატი მათ ცხოვრებაზე და იმაზე თუ როგორ ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პუნკს

პროტესტი ალბათ ყველა ადამიანის შინაგანი სამყაროს შემადგენელი ნაწილია.

ყველა თაობა პროტესტს სხვადასხვანაირად და სხვადასხვა საკითხის წინაშე გამოთქვამს. თუმცა, არსებობენ თინეიჯერები რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ორიგინალური, განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ფორმები აქვთ.

ასეთები მრავლად არიან. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში პირსინგიც კი მიუღებელი და უჩვეულო იყო საზოგადოებისთვის.

See video

რაც დრო გადის ბეჭდვით საშუალებებს მათი ელექტრონული ალტერნატივა სულ უფრო აქტიურად ანაცვლებს. რიდერები, ელექტრონული ჟურნალები და ლიტერატურული პორტალები ამის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ. რამდენად მოთხოვნადია ინტერნეტ-სივრცე საქართველოში, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

ოჯახი ისეთი რამაა რასაც ყოველთვის ფაქიზად უნდა მიუდგე, ის ღვთის საჩუქარია. ეს ის ფრაზებია რომლებსაც ხშირად მიმეორებდნენ ბავშვობაში.

ოჯახი2

ალბათ თქვენც. სწორედ ასეა, ქართული ცნობიერებისთვის ოჯახი წმინდა რამაა, რომელიც არ უნდა დაინგრეს, რომელიც სულ მტკიცედ უნდა იდგეს და მის წევრებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი (პატივს სცემდნენ მაინც), უნდათ თუ არა ეს მათ.

 ეს ის ჩამონათვალია რაც უამრავი ოჯახის ნიღაბია.

See video

წინა ვიქენდეზე ჩვენი გადამღები ჯგუფი განახლებულ გუდაურში გაემგზავრა. თუმცა გამგზავრება მარტო წლევანდელი სიახლეების ნახვის გამო არ გადაუწყვეტიათ. მთავარი მიზანი ექსტრემალური და სახიფათო სპორტი - სფიდრაიდინგი იყო, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს.