ეს იყო პროტესტი ...

ორშაბათი, თებერვალი 13th, 2012
პუნკს
პროტესტი
პანკები
არაფორმალები
თინეიჯერები

პროტესტი ალბათ ყველა ადამიანის შინაგანი სამყაროს შემადგენელი ნაწილია.

ყველა თაობა პროტესტს სხვადასხვანაირად და სხვადასხვა საკითხის წინაშე გამოთქვამს. თუმცა, არსებობენ თინეიჯერები რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ორიგინალური, განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ფორმები აქვთ.

ასეთები მრავლად არიან. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში პირსინგიც კი მიუღებელი და უჩვეულო იყო საზოგადოებისთვის.

ქართული ოჯახი

პარასკევი, თებერვალი 3rd, 2012
ოჯახი2

ოჯახი ისეთი რამაა რასაც ყოველთვის ფაქიზად უნდა მიუდგე, ის ღვთის საჩუქარია. ეს ის ფრაზებია რომლებსაც ხშირად მიმეორებდნენ ბავშვობაში.

ალბათ თქვენც. სწორედ ასეა, ქართული ცნობიერებისთვის ოჯახი წმინდა რამაა, რომელიც არ უნდა დაინგრეს, რომელიც სულ მტკიცედ უნდა იდგეს და მის წევრებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი (პატივს სცემდნენ მაინც), უნდათ თუ არა ეს მათ.

 ეს ის ჩამონათვალია რაც უამრავი ოჯახის ნიღაბია.

საცდელი ბაჭია

ოთხშაბათი, თებერვალი 1st, 2012

მე  ვცხოვრობ და ვმუშაობ ეროვნული ექსპერიმენტების ლაბორატორია №6 ში, საცდელ ბაჭიად.შემოსასვლელთან მარცხნივ , მეორე გალია. სახელები არ გვაქვს  სიაში მე-14 ვარ. ისინი ატარებენ ჩემზე ექსპერიმენტებს და აკვირდებიან რეაქციას.  

დენს მარტყავენ და მერე სტაფილოს მაძლევენ. დენი-სტაფილო, დენი-სტაფილო.

‘‘ობიექტი №14 დღეს აგრესიულია, იკბინება და გალიიდან გაქცევას ცდილობს, ალბათ ეს რეაქციაა გუშინ შეყვანილ წამალზე, წესით მალე უნდა შეეჩვიოს და თანდათან შიმშილის გრძნობაც გაუქრეს’’ წერს ექიმი თავის დიდ დაფლეთილ ბლოკნოტში.

ჰგონიათ რომ ვერ ვხედავ და ვერაფერს ვხვდები.   

12 წელი

ორშაბათი, იანვარი 30th, 2012
სახლი
12 წელი

წესით 12 წელიწადში უკვე უნდა შევეჩვიოთ რომ სკოლა არ ამართლებს მიზანს და არ არის საშუალება, მაგრამ რატომღაც ხდება პირიქით , რაც უფრო ვიზრდებით მით უფრო მეტი პროტესტის გრძნობა ჩნდება .

ქამელეონი ბრბო და შენ

ორშაბათი, იანვარი 16th, 2012
ცამ

ერთი უცხო სიტყვათა ლექსიკონი თვლის რომ ქამელეონი არის უპრინციპო ადამიანი რომელიც გარემოების  მიხედვით ადვილად იცვლის პოზიციას და  შეხედულებებს, მეორე ამბობს რომ ეს არის უხილავი ადამიანი ანუ რომელიც ისეთი ერთფეროვანია რომ არ გამოიყოფა ბრბოსგან.

ამის წაკითხვის მერე ჩნება რაღაც ნეგატიური დამოკიდებულება ,  მაგრამ ყველა ვყოფილვართ რაღაც მომენტში ქამელეონები  იმიტომ რომ ეს უბრალოდ თვიდგადარჩენის ინსტინქტია.

თბილისური ახალი წელი

ხუთშაბათი, დეკემბერი 29th, 2011

გოზინაყი, ჩურჩხელა, ტრადიციული გალა კონცერტი და აჭრელებული თბილისის ქუჩები . ასეთია ახალი წელი ჩვენს დედაქალაქში. გოზინაყი ნამდვილად მიყვარს , ჩურჩხელაზეც არ ვამბობ უარს, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმ „გრანდიოზულ„ კონცერტზე ჩვენი „ვარსკვლავები„ რომ ატარებენ. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ წელს თავისუფლების მოედნიდან მარჯანიშვილზე გადაინაცვლეს. დედაქალაქი ყოველ ზამთარს იცვლება და ემატება ახალი, დიდი, ფერადი მოსართავები. ფერადი არა “რაღაცნაირი” ყვითელი. ჩემი აზრით არც ისე გემოვნებიანია და საახალწლო განწყობასაც მე პირადად არ მიქმნის.